#სახლისკენ - დროის, სივრცის და კულტურების გადაკვეთაზე
#სახლისკენ - დროის, სივრცის და კულტურების გადაკვეთაზე
  • FM ნავიგატორი – როგორ იყენებს კიბორგი დრონი ცოცხალი პეპლის ანტენას ნავიგაციისთვის, რაშიც მას პეპლის ყნოსვის რეცეპტორები ეხმარება და რა შემთხვევების დროს იქნება მისი გამოყენება შესაძლებელი? რა გახდა ლატვიაში მცხოვრები ცნობილი კორეელი კინორეჟისორის, 60 წლის კიმ კი დუკის გარდაცვალების მიზეზი? რას ეძებდნენ მომხმარებლები ყველაზე ხშირად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ საძიებო სისტემის Google-ის დახმარებით და კატეგორიების მიხედვით რომელი ახალი ამბები, მსახიობები, სპორტსმენები, ონლაინ თამაშები და სხვ. მოხვდნენ მოწინავე პოზიციებზე? რითია გამორჩეული ახალი ალბომი, რომელიც გამოუშვა ტეილორ სვიფტმა და რატომ გადაწყვიტა მუსიკოსმა წინასაშობაო საჩუქარი გაეკეთებინა ორი მარტოხელა დედისთვის, რომლებმაც ახალი კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგეს? ვინ იყო წარდგენილი ჟურნალ TIME-ის წლის ადამიანის ნომინაციაზე და საბოლოოდ რომელმა ცნობილმა პერსონებმა მოიპოვეს ეს ტიტული?
  •  ტარიელის დაბრუნება ინდოეთში, ანუ როგორ ითარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ ჰინდუზე და ჯაიპურის ლიტერატურული ფესტივალი „სიტყვები ხიდებია“.
  •  ჩვენი ბავშვობის წიგნები – რა შთაბეჭდილებები, ან რა ემოციები გვრჩება და გვაკავშირებს ბავშვობისას წაკითხულ წიგნებთან? როგორია ზრდასრული ადამიანის თვალით დანახული გავლენა, რომელიც ჩვენზე დიდი ხნის წინ წაკითხულმა ტექსტმა მოახდინა? რას ვკითხულობდით ჩვენ ბავშვობაში და რას კითხულობენ ჩვენი შვილები? იცვლება თუ არა ბავშვობის წიგნები და მათგან მიღებული პირველი ემოციები თაობებიდან თაობამდე?
  •  ტურისტული ჯიმ შვანთე – ვინ იზრუნებს სვანეთის ბრენდინგზე? რას ნიშნავს ვიზუალური და სტრატეგიული ბრენდინგი ტურიზმში და რა უნდა იყოს მთავარი სვანეთის, როგორც ტურისტული მიმართულების განვითარებისათვის?
  •  აღმოაჩინე ამერიკა – თორნიკე ბერიშვილის რუბრიკა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: