- ტექნოლოგიურ გარემოსთან ადაპტაციისთვის ბიზნესის გაციფრულება ბოლო დროს ბიზნეს სექტორის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა, ამიტომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინტექის პროდუქტების და სერვისების პოტენციალის გაცნობა-ათვისება განსაკუთრებით სასარგებლოა; საკითქით დაინტერესებული ადამიანებისათვის საქართველოს ფინტექ ასოციაცია (FIA) და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) 9 დეკემბერს გამართავს ციფრული პროდუქტების ონლაინ გამოფენას, რომელზეც საქართველოს ფინტექ ასოციაციის წევრი წამყვანი ფინტექ კომპანიები წარმოადგენენ საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების პრეზენტაციებს, ასევე ბიზნესის გაციფრულების სხვადასხვა შესაძლებლობებს; გაიმართება Networking სესიები და მოხდება საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბება მცირე და საშუალო ბიზნესის და ფინტექ კომპანიებს შორის შესაძლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ხელშეწყობისათვის.
სტუმარი – ფინტეკ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: