#სახლისკენ - ჩვენი ბავშვობის წიგნები
#სახლისკენ - ჩვენი ბავშვობის წიგნები

გადაცემის სტუმარი, ჟურნალისტი მედეა იმერლიშვილი გვიამბობს ბავშვობაში წაკითხული რომელი წიგნები დაამახსოვრდა განსაკუთრებულად.რა ასოციაციებსა და ემოციებს იწვევდა სოფლის ბიბლიოთეკა, რომელშიც ყოველთვის პოულობდა ზაფხულობით წასაკითხ საინტერესო წიგნებს. თავის დროზე წაკითხული რომელი ნაწარმოები მიაჩნია დღევანდელი გადასახედიდან იმ ასაკისთვის შეუფერებლად. რატომ აღნიშნავდა ამოჩემებული წიგნის სარჩევში ზოგ გვერდს წერტილებით, რა ახდენდა ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას და ფერმკრთალდება თუ არა ბავშვობის ემოცია დროთა განმავლობაში. რატომ არ ახდენს ისეთივე შთაბეჭდილებას ახალი თაობის მკითხველზე ტექსტები, რომლებსაც წინა თაობები აღფრთოვანებით კითხულობდნენ, რატომ გვინდება ბავშვობაში წაკითხული ტექსტის ზრდასრულ ასაკში წაკითხვა, ან პირიქით – რამ შეიძლება აგვიცრუოს გული წიგნზე; განსხვავდება თუ არა ბავშვობის წიგნები თაობიდან თაობამდე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: