როგორ იქცა მუსიკალურ ინსტრუმენტზე მრავალსაათიანი და ყოველდღიური დაკვრის მითი მუსიკოსების წარმატების ფორმულად, რას უფრო მეტ დროს უთმობენ ისინი სინამდვილეში საუკეთესო შედეგის მისაღწევად და რამდენ ხანში კარგავს აზრს დაკვრაში ვარჯიში? მოცარტის მიერ 4 წლის ასაკში დაწერილი პირველი დიდი ნაწარმოების შექმნის ამბავი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მისი სანოტო ჩანაწერი არ არსებობს, ფაქტად კომპოზიტორის მამის მეგობრის მიერ მოგვიანებით დაწერილი მემუარების წყალობით იქცა და მოცარტთან დაკავშირებული სხვა ცნობილი დაუჯერებელი ამბები; აღმოაჩინა თუ არა ხელახლა მენდელსონმა ბახი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ და რას უკავშირდება ლეგენდა „დავიწყებული“ ბახის შესახებ? ვრცელდება თუ არა ე.წ. დრამატულ თეატრებში დამკვიდრებული ე.წ. „მაკბეტის“ წყევლა პიესის საოპერო დადგმებზე და რითი შეუძლია კინემატოგრაფს საოპერო ნაწარმოებები უფრო პოპულარული გახადოს?
სატელეფონო ჩართვა – მაია სიგუა, მუსიკისმცოდნე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: