საგანმანათლებლო სივრცე გრიმოს 12 და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები წარმოგიდგენთ დათო გორგილაძის საჯარო ლექციას – „ბეჰემოტი გუგულის ბუდეში“. ლექცია ეძღვნება 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდგომ დღეებში საზოგადოებაში გამოვლენილ სოლიდარობას, რომლის განხილვისას დათო გორგილაძე ასევე ისაუბრებს სოლიდარობის იდეაზე წიგნში „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“. რა აკავშირებს რენდელ პატრიკ მაკმერფის პატარა გოგო-ბიჭებთან, რომლებიც 13 ივნისის შემდგომ დღეებში ერთი იდეით გაერთიანდნენ? ლექციამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაცემას „სახლისკენ“ ტელეფონით დავით გორგილაძე ჩაერთო.