#სახლისკენ - 17 აპრილს მსოფლიო ჰემოფილიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
#სახლისკენ - 17 აპრილს მსოფლიო ჰემოფილიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს

17 აპრილს ჰემოფილიის მსოფლიო დღის აღნიშვნას ყოველწლიურად მრავალი ქვეყანა უერთდება და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. ჩატარებული ღონისძიებების საერთო მიზანი ჰემოფილიის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა, რათა ამ უკურნებელი გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ხარისხი რაც შეიძლება გაუმჯობესდეს. თემის შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ ექიმმა, ლევან მახალდიანმა და პაციენტმა, რომანოზ ხომასურიძემ ისაუბრეს.