#სახლისკენ - ამირან შალიკაშვილი - 80
#სახლისკენ - ამირან შალიკაშვილი - 80

დღეს, 25 მარტს რუსთაველის თეატრში ამირან შალიკაშვილის 80 წლის იუბილე იმართება. მაყურებელი დიდ სცენაზე რეჟისორის უკანასკნელ სპექტაკლს „ვეფხისტყაოსანს“ ნახავს. ფოიეში კი ამირან შალიკაშვილის შემოქმედების ამსახველი ფოტო მასალა გამოიფინება და რეჟისორის წიგნის წარდგენა გაიმართება. საიუბილეო საღამოს დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაცემას „სახლისკენ“ ჩაერთო პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელი, ამირან შალიკაშვილი უმცროსი.