საღამოს პიკის საათი - სტრასბურგის სასამართლო საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სარჩელებს არ იხილავს
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სტრასბურგში განხილვისთვის დასაშვებად არ ცნო სამი სარჩელი, რომლითაც მოსარჩელეები საქართველოს სახელმწიფოს ადანაშაულებდნენ მათი უფლებების დარღვევაში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ევროსასამართლო ასეთივე გადაწყვეტილება არაერთხელ აქვს მიღებული ბოლო ცხრა წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელშეწყობით მოქალაქეებმა სამ ათასზე მეტი საჩივარი შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ. ჯერჯერობით საქართველო არც ერთხელ არ გამტყუნებულა, ხოლო მოსარჩელეთა რიცხვი განახევრდა. ასეთ გადაწყვეტილებებს აქვთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა.
სტუმარი: ბექა ძამაშვილი, საქართველოს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.