საღამოს პიკის საათი - საქართველოში შეიძლება სკოლამდელი განათლება სავალდებულო გახდეს
სკოლაში წასვლამდე ბავშვები შეიძლება ორი წლის მანძილზე დადიოდნენ სკოლამდელ დაწესებულებებში, რათა უკეთ მოემზადონ საზოგადოებასთან ადაპტაციისათვის – საქართველოს ხელისუფლებაში ფიქრობენ ასეთი ინიციატივის კანონად ქცევის შესახებ. ჩვენს ქვეყანაში მრავალ კერძო სკოლას ეს პრაქტიკა უკვე დანერგილი აქვს: ექვს წლამდე ბავშვები, სულ ცოტა, ერთი წლის მანძილზე დადიან ამავე სკოლების ბაღებში ან ე.წ. პრესქულებში. რამ წარმოშვა ასეთი ცვლილების საჭიროება და რა დაბრკოლება შეიძლება ეღობებოდეს მას ქართულ კულტურასა თუ კანონმდებლობაში?
სატელეფონი ჩართვა: გენადი მარგველაშვილი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე,
სიმონ ჯანაშია – განათლების მკვლევარი