საღამოს პიკის საათი - საქართველოს ახალი მთავრობის წევრთა განცხადებები
საქართველოს ახალი მთავრობის წევრთა განცხადებები, პარლამენტარების კომენტარები, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ორიოდე თეზისი – ხელისუფლების პოლიტიკური გუნდიდან, მინისტრთა კაბინეტის განახლების შედმეგ უფრო სისტემურად ჩამოყალიბებული თვალსაზრისები ეკონომიკის განვითარების შესახებ მოქალაქეებს არ მოუსმენიათ. არსებულ მასალაზე დაკვირვებით, პიკის საათში შევეცდებით გავერკვეთ, რა ელის საქართველოს ეკონომიკას.
სტუმარი – ეკონომისტი, ილიაუნის პროფესორი გიორგი პაპავა