პრეზიდენტობის ყველაზე ცნობილი კანდიდატები პიარ კამპანიის მრავალ ტრადიციულ შემადგენელს იყენებენ. პრეზიდენტობის კანდიდატებს უთანაბროდ ეტყობათ, რომ იციან პრეზიდენტის კომპეტენცია და ამომრჩევლის საჭიროებანი. კანდიდატების მხარდამჭერთა „ომები“ ინტერნეტში ფრიად ემოციურია, მაგრამ არჩევნებზე არსებით გავლენას ეს ვერ იქონიებს. არჩევნების შედეგზე ყველაზე მეტად შეიძლება იმოქმედოს კოორდინატორთა საქმიანობამ არჩევნების დღეს, მათმა უნარმა, დარაზმონ და მიიყვანონ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე. საარჩევნო პიარ კამპანიებს „საღამოს პიკის საათში“ მიმოიხილავს კახა მაღრაძე, კომპანია „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი