საღამოს პიკის საათი - რას ამბობს არჩევნების შედეგი ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრზე
საღამოს პიკის საათი - რას ამბობს არჩევნების შედეგი ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრზე

რამ განაპირობა არჩევნების პირველი ტურის შედეგი? ვისი წარუმატებლობაა ეს – უწინარესად სალომე ზურაბიშვილის თუ ბიძინა ივანიშვილის? გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი მიღებულ ხმებს საკუთარ და თავის მხარდამჭერთა ძალისხმევას უნდა უმადლოდეს თუ ხელისუფლების შეცდომებს? პირველ ტურში ამომრჩევლებმა ხმები ძირითადად ორ მსხვილ პოლიტიკურ ძალას გაუნაწილეს. რა რესურსი აქვს ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს, ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემიდან დაიძრას საპარლამენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელ უფრო რბილი, მრავალპარტიული სისტემისაკენ? ამ და სხვა შეკითხვებს საღამოს პიკის საათში პასუხობენ გია ნოდია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი.