საღამოს პიკის საათი - მთავარი გზავნილები გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე
ირანის უმწვავესი კრიტიკა, მკაცრი გამოსვლა სოციალიზმის წინააღმდეგ, ოპეკის ბრალდება და მოთხოვნა, დასწიოს ნავთობის ფასი – ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, სხვა შეტყობინებათა შორის აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვაში ეს მოტივები გამოიკვეთა. იქცევა თუ არა პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები პოლიტიკად, რომელიც კვალს დაატყობს საერთაშორისო სისტემას? რა პასუხი შეიძლება გასცეს გაერო-მ მის კრიტიკოსებს, რომელთაც ორგანიზაცია არ მიაჩნიათ კაცობრიობის საუკეთესო მისწრაფებათა გამომხატველად? „საღამოს პიკის საათის“ შეკითხვებს უპასუხებს რეზო ქოიავა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი.