საღამოს პიკის საათი - კანაფის კულტივაციის კანონპროექტის მომავალი გაურკვეველია
კანონპროექტს კანაფის კულტივაციის შესახებ არავითარი კავშირი არ აქვს ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის ინტერესებთან – აცხადებს „ზიანის შემცირების ქსელის“ დირექტორი კახა კვაშილავა, – ეს პროექტი ეხება ბიზნესს და არა მომხმარებელთა რეაბილიტაციისა თუ მკურნალობის საკითხებს. „ევროპული საქართველოს“ დამოკიდებულება კანონპროექტის იმ ნაწილთან, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს ანიჭებს კანაფის წარმოების უფლებას, აწესებს ლიცენზიას და ა.შ. – ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია – ამბობს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია, – რაც შეეხება ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, აქ პარტიაში პოზიციები განსხვავდება.