2018 წელს განათლების სამინისტროში მკვეთრი ცვლილებები მოხდა: ის გაერთიანდა სხვა სამინისტროებთან, დაინიშნა ახალი მინისტრი, მან გაათავისუფლა შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელობა… ამასთან ექვსი წელია არ დაბეჭდილა განახლებული სასკოლო სახელმძღვანელოები, ხელისუფლება სკოლებს ისევ იტოვებს პოლიტიკის ინსტრუმენტად, ხოლო პარლამენტში აპირებენ 21-ე საუკუნის ქვეყანას სახელმძღვანელოს ნიმუშად მე-19 საუკუნის წიგნი შესთავაზონ…
სტუმარი: სიმონ ჯანაშია, განათლების მკვლევარი.