დღეიდან შესაფუთი მასალა ბიოდეგრადირებადი უნდა იყოს, სხვაგვარად, ტრადიციული პოლიეთილენის პაკეტები შეიცვლება ისეთი მასალისგან დამზადებულით, რომელიც მიწაში მოხვედრიდან ერთ წელიწადში დაშლას იწყებს. რა ვადა აქვთ ქართველ მწარმოებლებს და მომხმარებლებს ასეთ პროდუქციაზე ბოლომდე გადასასვლელად, რა მოტივები ჰქონდა სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილების მიღებისას, ვის ინტერესს უპასუხებს აქამდე არსებული პაკეტების ჩანაცვლება – ეს მხოლოდ ნაწილია შეკითხვებისა, რომელსაც ხსენებული ცვლილება წარმოშობს. „საღამოს პიკის საათს“ ესაუბრება სოფლის მეურენობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალბერტ ჩარქსელიანი