საღამოს პიკის საათი - 19.11.2024
საღამოს პიკის საათი - 19.11.2024

1) სათხის კანკელი

ხელოვნების მუზეუმში 10 ოქტომბერს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მუდმივმოქმედი გამოფენები გაიხსნა. სივრცეში წარმოდგენილია მუზეუმის კოლექციების სამი დიდი ექსპოზიცია: „შუა საუკუნეების ქართული რელიეფური ქანდაკება“, „ქართული ხელოვნება. 1900-1930“ და „პაოლო ვენეციანოდან ვასილ კანდინსკიმდე“.

„შუა საუკუნეების ქართული რელიეფური ქანდაკება“ დამთვალიერებელს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს – იხილოს სათხის კანკელი, რომელიც სათხის მონასტრიდან თავად ექვთიმე თაყაიშვილმა კაზრეთის ტყიდან ურმით წამოიღო თბილისში და მისი დაცვის მიზნით წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა, რის შემდეგაც იგი ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს.

სტუმრები: ირაკლი მამალაძე – ექსპერტი კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში; ეკა გედევანიშვილი – ხალოვნებადმცოდენობის დოქტორი.

 

2) დავით ალადაშვილის რუბრიკა „პიანისტის დღიური“ – ლეონარდ  ბერნსტაინი

 

3)  სთენდაფ კომედი

ბოლო რამდენიმე წელია რაც საქართველოში, თბილისში ძალებს იკრებს სთენდაფ კომედის კულტურა. რა ხდება ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში, რა თემებით ინტერესდება ადგილობრივი სცენა და რამდენად არის მაყურებელი ამისთვის მზად.

სტუმარი:  მურთაზ ჩიქოვანი – სთენდაფ კომიკოსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: