საღამოს პიკის საათი - 13.11.2024
საღამოს პიკის საათი - 13.11.2024

1) სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსი

სტუმარი: მარი არაქელოვა – ქართველ სომეხთა კავშირის ხელმძღვანელი.

 

2) მრავალფეროვნების დღიურები – მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“

2024 წლის 13-14 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“.

ზოგადად, ქართულ-ოსურ ჭრილში გამართული ყველა ღონისძიება და განსაკუთრებით სამეცნიერო კავშირები სტრატეგიულ და მნიშვნელოვან მისიას ასრულებს.

სტუმარი: ნინო პოპიაშვილი – მკვლევარი და პროფესორი.

 

3) ემზარ ჯგერენაიასა და გიორგი საბანაძის წიგნი „ევროპა როგორც მასწავლებელი, ევროპა XIX საუკუნის ქართულ პრესაში“

გამოცემა წარმოადგენს სტატიების კრებულს, რომლებიც იბეჭდებოდა ევროპის შესახებ XIX საუკუნის ქართულ პრესაში გამოჩენილ და ნაკლებად ცნობილ ქართველ პუბლიცისტთა მიერ.

წიგნში დაბეჭდილია სტატიები განათლებისა და კულტურის, ლიტერატურისა და თეატრის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და მევენახეობის, მათ შორის, მეტად საინტერესო ინოვაციური ტექნიკის – ქარის საშუალებით მიწის მორწყვის, ქართული სიმღერების და სხვა საკითხების შესახებ.

გამოცემა ეძღვნება ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლისთავს.

ამ წიგნის მაგალითზე შევეცდებით თვალი გადავავლოთ ჩვენს ისტორიას და გავაანალიზოთ დღევანდელობა.

სტუმარი: ემზარ ჯგერენაია – სოციოლოგი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: