საღამოს პიკის საათი - 08.11.2024
საღამოს პიკის საათი - 08.11.2024

1) სერიალი „სიყვარულს მიღმა“ ახალი სეზონით ბრუნდება ეთერში

9 ნოემბრიდან პირველ არხზე სერიალი „სიყვარულს მიღმა“ ახალი სეზონით ბრუნდება.

ყოველ შაბათ-კვირას ახალი ისტორიებით თქვენი საყვარელი ტელე-გმირები საინტერესო საღამოებს გპირდებიან.

როგორ მიმდინარეობდა გადაღებები, როგორია მსახიობების შთაბეჭდილებები ამ ახალ სეზონთან დაკავშირებით ამას ჩვენ ჩვენი გადაცემის სტუმრებისგან გავიგებთ.

სტუმრები: სოფო გორელაშვილი – მსახიობი; გიგი მიგრიაული – მსახიობი; გიორგი ჯიქია – მსახიობი.

 

2) 8 ნოემბერი – ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე

დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.

1837 წლის 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე – საქართველოს ყველაზე დიდი რეფორმატორი დაიბადა.

მის ინტელექტუალურ მემკვიდრეობასა და ქვეყნისთვის გაწეულ სამსახურზე დღემდე ვსაუბრობთ. ვთანხმდებით, რომ ილია იყო ტრანსფორმაციული ძალა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, მის სახელს უკავშირდება ქართული იდენტობის ჩამოყალიბება მაშინ, როცა რუსული იმპერია ყველა მიმართულებით გავლენის მოხდენას ცდილობდა.

სტუმარი: მიხეილ ჩიკვილაძე – ფილოლოგი.

 

3) თვითდესტრუქცია

რა არის თვითდესტრუქცია, როგორ, რა სიმპტომებით გამოიხატება, რომელი აშლილობის ნიშანი შეიძლება იყოს და როგორ შეგვიძლია მასთან გამკლავება.

სტუმარი: ქეთევან კორინთელი – ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: