საღამოს პიკის საათი - 04.11.2024
საღამოს პიკის საათი - 04.11.2024

1) თარგმანის ხელოვნება/მთარგმნელის პროფესია 

რა არის თარგმანის ხელოვნება, მისი პირველი/მთავარი ამოცანა, როგორ ხდება ეს საქმიანობა შემოქმედება, ამასთანავე როგორია მისი ტექნიკური მხარე და რა არის ამ სფეროს მთავარი სირთულეები ჩვენს ქვეყანაში.

სტუმარი: ხათუნა ცხადაძე – მთარგმნელი.

 

2) ჩანახატები/ესკიზები

გიორგი: რა დანიშნულება აქვს ესკიზს, რა მიზნით იყენებენ მას მხატვრები, რა დამატებით  ინფორმაციას გვაწვდის სხვადასხვა არტისტის, მათი ნამუშევრების შესახებ და ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ხელოვნების ისტორიის უკეთ გააზრებისა და შესწავლისთვის.

სტუმარი: ნინო ხუნდაძე – ხელოვნებათმცოდნე.

 

3) იპოქონდრია

კვლევები ადასტურებს, რომ ინფრომაციასთან ზედმეტმა ხელმისაწვდომობამ, სამედიცინო სერიალებმა და კოვიდ 19-მაც კი მეტი შფოთვა შექმა ჯანმრთელობის მიმართებით.

იპოქონდრია ქრონიკული მენტალური აშლილობაა, რომლის დროსაც ადამიანი მუდმივად შფოთავს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე – ამ დიაგნოზის მქონე პირი ფიქრობს, რომ სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადება აქვს.

სტუმარი: ლუკა ხუხაშვილი – ფსიქიატრი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: