რადიოთეატრი ხელოვნების დამოუკიდებელი ჟანრია, რომელსაც გააჩნია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამომსახველობითი საშუალებები: სიტყვა, მუსიკა და სხვადასხვა სახის აკუსტიკური ხმები ემოციური ფონის შესაქმნელად. რადიოპიესის ავტორი და მსმენელი არ არის შეზღუდული დროითა და სივრცით.
საქართველოს რადიოს ფონდში დაცული პირველი რადიოდადგმა 1953 წელსაა ჩაწერილი. აქედან გამომდინარე 2013 წელს, ქართულ რადიოთეატრს არსებობის 64 წელი შეუსრულდა, თუმცა მანამდე, გასული საუკუნის 30-იან წლებში, რადიოსპეკტაკლები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა რუბრიკით „თეატრი მიკროფონთან“.
გთავაზობთ კოლაჟს „საქართველოს რადიოთეატრის განვითარების ეტაპები“ . ნაწყვეტებში მონაწილე მსახიობების გარდა, კიდევ ბევრმა გამოჩენილმა მსახიობმა შეიტანა თავისი წვლილი ქართული რადიოთეატრის განვითარებაში. ასევე ფასდაუდებელია -რეჟისორების: გივი საგინაშვილის, დავით ცხაკაიას, დავით ძიგუას, ჯემალ ანჯაფარიძის, გიორგი ვასაძის, გურამ მაცხონაშვილის, ვახტანგ მაღლაფერიძის, ბადრი მიქაშავიძის, თამაზ მესხის, გიორგი გამსახურდიას, რედაქტორების: გივი დვალიშვილის, ციალა ყიფიანის, გურამ ბუხნიკაშვილის, ლამარა კიკილაშვილის. აკაკი კობერიძის, კაპიტონ (სულიკო) გაწერელიას, შოვინა ქაცარავას, მანანა თევზაძის, ხმის რეჟისორების: ლევან ქიშმიშევის, იაკობ ბობოხიძის, თამარ მდივანის, ალექსი(ალიოშა) წერეთლის, ლავრენტი ჭელიძის, ჯემალ პატეიშვილის, რომეო ტერ-გრიგორიანის ღვაწლი.