105 წლის წინ, 1917 წლის 25 მარტს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი წაიკითხა. უძველესმა სამოციქულო ეკლესიამ, საუკუნის მანძილზე, რუსეთის მიერ გაუქმებული დამოუკიდებლობა დაიბრუნა. ატოკეფალიისათვის ბრძოლას დიდი ხნის ისტორია აქვს. როგორ წარიმართა ეს ბრძოლა და ვინ იყვნენ ამ მოძრაობის ლიდერები. ამ თემაზე„რადიოკალენდარში“ ეკლესიის ისტორიკოსი შოთა კინწურაშვილი საუბრობს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: