#რადიოკალენდარი - ვასილ ამაშუკელი
#რადიოკალენდარი - ვასილ ამაშუკელი

26 წლის ვასილ ამაშუკელს აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის გადაღება რომ დაავალეს, 300 მეტრი ფირი ჰქონია, რომელიც ძალიან მალე გათავდა. აკაკის არ ესიამოვნაო, იგონებს რეჟისორი, მომიხმო და წყენით მითხრა: „ასე ვიცით, ბიძია, იმერლებმა, დაწყება ვიცით, მაგრამ ჩხირს იქ მივატეხთ, სადაც საჭირო არ არის!“. მაგრამ, ბედად ოდესიდან გამოწერილმა ლენტებმაც მოუსწრო და აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში შთამომავლობას შემოუნახა. ეს გახლავთ პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი. მისი ავტორის, ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 135 წელი გავიდა.
კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე, „აკაკის მოგზაურობის“ ბოლო აღდგენის რეჟისორი, ვასილ ამაშუკელის შესახებ საუბრობს „რადიოკალენდარში“.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: