31 იანვარი თენგიზ აბულაძის დაბადების დღეა. ჩვენთან, გამოჩენილი ქართველი რეჟისორის ბოლო ფილმი „მონანიება“ ყველაზე მეტად ახსოვთ. არადა, იგი არა ერთი კარგი ქართული ფილმის ავტორია. 1955 წელს რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ „მაგდანას ლურჯა“ გადაიღეს. კინოკრიტიკა დღეს აღნიშნავს, რომ ეს „საბჭოთა კინოკლასიკის“ სტერეოტიპებისაგან გათავისუფლებული ფილმი იყო და რომ ქართულ კინოში მაშინ ახალი ეტაპი დადგა.
„რადიოკალენდარში“ რეჟისორ ნანა ჯანელიძესთან ერთად თენგიზ აბულაძეს ვიხსენებთ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: