1956 წელია. სტალინის პიროვნების კულტი დაგმობილია. თბილისში 9 მარტის ამბები მომხდარია. ცხოვრება „დიად საბჭოეთში“ გრძელდება. ქვეყანა ახალი წლის შესახვედრად ემზადება. 1956 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ტელევიზია იწყებს მაუწყებლობას. „ლაპარაკობს თბილისი“ იცვლება სიტყვებით „ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი“. ახალი წლის აღნიშვნა და პირველი ქართული ტელევიზია თავიდანვე დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ამ დღიდან 65 წელი გავიდა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: