„რეალობის ნატიფი გრძნობით“ – ეს არის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გზავნილი, რომელიც წელს მეთხუთმეტედ ტარდება.
ფესტივალი 22 სექტემბრიდან ქართული შოუქეისით დაიწყება, შემდეგ კი, საერთაშორისო პროგრამით გაგრძელდება.
ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი „რადიოკალენდარში“ თბილისის თეატრალურ ფესტივალზე საუბრობს.