თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს დაიწყება. საერთაშორისო პროგრამას ცნობილი მოცეკვავეების ჯოუელ ბრაუნის და ივ მაცოს დუეტი გახსნის ბრიტანეთიდან. სპექტაკლი „ასთერთმეტი“, როგორც ბრიტანული პრესა წერდა, ვიზუალურად გასაოცარი და შთამბეჭდავია… მაგრამ, ეს არ არის წლევანდელი ფესტივალის მხოლოდ ერთდერთი სპექტაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამაში თეატრალური დასების წარმოდგენები ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, უეინ მაკგრეგორის ცეკვის სტუდიის გამოსვლა ბრიტანეთიდან, ფესტივალზე კვლავ იქნება წარმოდგენილი თანამედროვეობის ცნობილი რეჟისორის ოსკარას კორშუნოვასის დადგმა – ამჯერად ლიტვის ნაციონალური თეატრისა და ავინიონის ფესტივალის ერთობლივი სპექტაკლი „ტარტიუფი“. ტრადიციულად, ფესტივალი ქართული თეატრების პროგრამასაც წარმოადგენს.
გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე თბილისის საერთშორისო თეატრალური ფესტივალის არტ დირექტორს ეკა მაზმიშვილის ესაუბრება.