ათი წლის წინ ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფმა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ დააფუძნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მძიმე საბჭოთა წარსულს იკვლევს. გამოცემული 11 წიგნი, 5 გამოფენა, დოკუმენტური ფილმები, შეგროვებული 200 ზეპირი ისტორია, 10 000-მდე ფოტო და დოკუმენტი – სტატისტიკის ენით ასეა გამოხატული ათწლიანი საქმიანობა, რომელსაც იკვლევს „სოვლაბი“. შემოკლებით სწორედ ასე ეძახიან ლაბორატორიას, რომლის ერთ-ერთი მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი „რადიოკალენდარის“ სტუდიის სტუმარია.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: