რადიოკალენდარი - სოლიკო ვირსალაძე
რადიოკალენდარი - სოლიკო ვირსალაძე
  • „მხატვარი, რომელიც აცმევდა ცეკვას“ – ასე იხსენიებენ სოლიკო ვირსალაძეს, ცნობილ თეატრალურ მხატვარს, რომლის საბალეტო სპექტაკლები დღემდე ცოცხლობენ სცენაზე. ვირსალაძეს იცნობენ, როგორც ქართული ნაციონალური ბალეტის კოსტიუმების ავტორს. მხატვრის ესკიზები და კოსტიუმები ეროვნულ გალერეაში გამოიფინა. რეტროსპექტული გამოფენა ერთ თვეს გაგრძელდება.
სოლიკო ვირსალაძის ფონდის ხელმძღვანელი ელენე აბაშიძე „რადიოკალენდარში“ სოლიკო ვირსალაძის და გამოფენის შესახებ საუბრობს.