18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, ევროპაში და მათ შორის ჩვენთანაც, საქართველოში – მუზეუმების ღამის აქცია გაიმართება. 18 მაისის ღამეს შეგეძლებათ მიხვიდეთ ნებისმიერ მუზეუმში და უფასოდ დაათვალიეროთ ექსპოზიცია, მონაწილეობა მიიღოთ ამ დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში. ეს აქცია – „მუზეუმების ევროპული ღამე“, 2005 წელს საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტრომ დააფუძნა. ხუთი წელია მას საქართველოც შეუერთდა. აქცია პირველად 1997 წელს მოეწყო ბერლინში სახელწოდებით „მუზეუმების გრძელი ღამე”. ბერლინის 18 მუზეუმის კარი ფართოდ გაიღო ნებისმიერი მსურველისთვის. მსგავსი აქციების ჩატარება მერე ტრადიციად იქცა ევროპის 100-ზე მეტ ქალაქში.
გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე ICOM -ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდნეტთან ინგა ქარაიასთან მუზეუმების დღის შესახებ საუბრობს, რომლის წლევანდელი სლოგანია: „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი“.