რადიოკალენდარი - მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების მესტიის კინოფესტივალი
50 წლის წინ მერაბ კოკოჩაშვილის გადაღებული ფილმით – „მწვერვალი“ გასულ წელს დაიწყო მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ისტორია, რომელიც წელს მეორედ ტარდება.
მესტიაში უამრავ სტუმარს ელოდებიან, ჩამოვლენ რეჟისორები 21 ქვეყნიდან, ჟიურის წევრები, დაიგება წითელი ხალიჩა, გაიცემა პრიზები…
მაგალითად, ერთ-ერთ პრიზში, რომელიც სვანური კოშკის ბროლის მაკეტს წარმოადგენს, მიხეილ ხერგიანის საბედისწერო თოკის ფრაგმენტია მოთვსებული, რომელიც ცნობილ ქართველ მთამსვლელს იტალიაში გაუწყდა.
წლევანდელი ფესტივალი მიხეილ ხერგიანის დაბადებიდან 90 წელს ეძღვნება. ეს თარიღი 20 აგვისტოს, სწორედ ფესტივალის მუშაობის დღეებში სრულდება.
სტუმარი: ხათუნა ხუნდაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: