მირზა გელოვანი, 27 წლის ასაკში, 1944 წლის ივლისში ბელორუსიაში, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს დაიღუპა და იქვეა დაკრძალული. „მზის კაცი“ – ასეთი ფსევდონიმით აქვეყნებდა სრულიად ახალგაზრდა დამწყები პოეტი თავის ლექსებს. ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად თავისი პოეზიით ქართულ მწერლობაში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა.
„რადიოკალენდარი“ თიანეთში, პოეტის სახლ-მუზეუმში იმყოფება. გვესაუბრება მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის დირექტორი ციცინო გაბიდაური.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: