რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მარჯანიშვილს უთქვამს: „ჩრდილოეთში ტყვეობის შემდეგ – დაბრუნება მზესთან“. ცნობილია, რომ კახეთში, ბანკეტზე ადღეგრძელა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. კარს იყო მომდგარი 1924 წლის აჯანყება. შეფიცულებს მხარს უჭერდა სანდრო ახმეტელი. მარჯანიშვილმა შეუძლებელი შეძლო და ახმეტელი იხსნა. თუმცა მეოცე საუკუნის ამ ორი დიდი რეჟისორის ურთიერთობა ვერ გადარჩა. მათ ერთმანეთი დაკარგეს, მაგრამ ქართული ეროვნული თეატრის ჩამოყალიბებისთვის ბევრი რამ, იმ დროს შეუძლებელიც კი გააკეთეს. „ჩვენ გვექნება მზიური თეატრი“ – ამბობდა მარჯანიშვილი. ზეიმისა და სიხარულის თეატრი მისი თეატრალური კონცეფცია იყო.
კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. „რადიოკალენდარში“კოტე მარჯანიშვილზე თეატრმცოდნე ზაზა სოფრომაძე საუბრობს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: