#რადიოკალენდარი - კირიონ მეორე
#რადიოკალენდარი - კირიონ მეორე

„მამულიშვილის გვირგვინი სამშობლოს სამსხვერპლოზე ჰკიდია“ – ეს სიტყვები ეკუთვნის კირიონ საძაგლიშვილს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელიც ეკლესიას მხოლოდ ცხრა თვე მწყემსმთავრობდა და ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში. მისი მკვლელობის გარემოებები დღემდე არაა გამოკვლეული. არავინ იცის დანამდვილებით ეს მკვლელობა დაუკვეთა მან, ვინც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას ებრძოდა თუ ეკლესიის შიგნით მიმდინარე ინტრიგების მსხვერპლი შეიქმნა 63 წლის პატრიარქი, რომელიც ავტოკეფალიის მოძრაობის მოთავე იყო.

23 ნოემბერს მღვდელმოწამე კირიონ მეორის დაბადებიდან 164 წელი სრულდება. „რადიოკალენდარში“ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე საუბრობს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: