რადიოკალენდარი - კაფე „ქიმერიონი“ I 29.12.2022
რადიოკალენდარი - კაფე „ქიმერიონი“ I 29.12.2022

1919 წლის 28 დეკემბერს, თბილისში, არტისტული საზოგადოების თეატრის სარდაფში, „ცისფერყანწელთა“ თაოსნობით კაფე „ქიმერიონი“ გაიხსნა. ამ ამბავს მკვლევრები პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამწლიანი პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენების – ეროვნული გალერეის დაარსების, პირველი ქართული ოპერის პრემიერის გვერდით აყენებენ.

30-იან წლებში „ქიმერიონის“ მოხატული კედლები გადაღებეს და კაფე რუსთველის თეატრის ფოიეს შეურთდა. პირველი რესტავრაცია აქ 1980-იან წლებში ჩატარდა.

რადიოკალენდარში“ თეატრალი აკაკი კუჭუხიძე „ქიმერიონის“ ისტორიასა და დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრობს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: