რადიოკალენდარი - დიმიტრი გორდეევი
რადიოკალენდარი - დიმიტრი გორდეევი
სპეციალისტთა ვიწრო წრის გარდა ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი გორდეევის შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი. სრულიად მივიწყებულია იმ ადამიანის ღვაწლი, რომელიც გასული საუკუნის მეორე ათწლეულში საქართველოში ჩამოვიდა და ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას მოახმარა მთელი ცხოვრება.
დიმიტრი გორდეევის ნაშრომების დიდი უმრავლესობა გამოუქვეყნებელი დარჩა და ათეული წლების შემდეგ მისი პირველი პუბლიკაცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მიერ განხორციელდა. ეს დიდი საქმე დიმიტრი გორდეევის 130 წლის იუბილის აღსანიშნავად 2019 წელს დაიწყო.
  • „რადიოკალენდარის“ სტუმარია ხელოვნებათმცოდნე ირაკლი თეზელაშვილი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი