რადიოკალენდარი - თბილისის ოპერა 170 წლისაა
რადიოკალენდარი - თბილისის ოპერა 170 წლისაა
  • კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა, თბილისში ჩამოსვლისთანავე საკუთარი პოლიტიკის აქცენტი კულტურულ-საგანამანათლებლო პროექტებზე გააკეთა. ამ პოლიტიკის შედეგი იყო, რომ 1851 წლის 12 აპრილს თბილისში, ქარვასლას შენობაში ოპერის თეატრი გაიხსნა. ამ დღიდან 170 წელი გავიდა. ტრადიციულად ახალი სეზონი თეატრში შემოდგომაზე იხსნება და ზაფხულამდე გრძელდება. თბილისის ოპერა საიუბილეო 170-ე სეზონს 1 ოქტომბერს გახსნის.
ოპერის თეატრის ისტორიიდან საინტერესო ფრაგმენტებს გავიხსენებთ დღეს „რადიოკალენდარში“.