გეოლოგი, მთამსვლელი და ფოტოგრაფი გურამ თიკანაძე 12 სექტემბერს 90 წლის გახდებოდა.
გურამ თიკანაძის მრავალფეროვან მემკვიდრეობაში გამორჩეულია ფოტონამუშევრები. მან შეძლო საბჭოთა იდეოლოგიისგან სრულიად განსხვავებული ფოტოების გადაღება, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და დიდი წარმატება.
გურამ თიკანაძე 1963 წლის 21 აგვისტოს, ჯგუფთან ერთად, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, ავიდა შხარაზე, ხოლო 27 აგვისტოს, მთიდან დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა. ამ დროს 30 წლის იყო.
„რადიოკალენდარში“ გურამ თიკანაძეს ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილთან ერთად ვიხსენებთ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: