ცნობილ ლოტბარს ძუკუ ლოლუას მოიხსენიებენ, როგორც „მეგრული ხალხური სიმღერის პატრიარქს“.
ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, დაამუშავა და რეპერტუარში დაამკვიდრა 100-ზე მეტი მეგრული და სხვა კუთხის სიმღერა, ჩამოაყალიბა პირველი ქართულ-აფხაზური გუნდი, სოფელ-სოფელ შეაგროვა და ჩაიწერა აფხაზური სიმღერების თითქმის მივიწყებული ნიმუშები.
„რადიოკალენდარში“ შევეცდებით მოგიყვეთ რა წვლილი მიუძღვის ძუკუ ლოლუას ქართული მუსიკალური ფოლკლორის ისტორიაში.
გადაცემაში საუბრობს ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: