106 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი წაიკითხა. ეს მოვლენა 1917 წლის 25 მარტს მოხდა.
უძველესმა სამოციქულო ეკლესიამ, საუკუნის მანძილზე, რუსეთის მიერ გაუქმებული დამოუკიდებლობა დაიბრუნა. სულ მალე პირველმა ადგილობრივმა კრებამ კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია.
საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიაზე „რადიოკალენდარში“ ისტორიკოსი მიხეილ ქართველიშვილი საუბრობს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: