29 მარტს ცნობილი პუბლიცისტის, კრიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის აკაკი ბაქრაძის დაბადებიდან 95 წელი შესრულდა.
მისმა პუბლიკაციებმა და ლექციებმა, 70-80-იან წლების ეროვნულ მოძრაობაზე დიდი გავლენა იქონია. 80-იანებში, აკაკი ბაქარაძის ნაწერები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. მათ შორის ანტისაბჭოთა წიგნი „მწერლობის მოთვინიერება“.
წიგნის გამოცემის შემდეგაც ავტორი ფიქრობდა, რომ „მწერლობის მოთვინიერებაში“ დასმულ საკითხებს აქტუალობა არ ჰქონდა დაკარგული, რადგან საბჭოთა რეჟიმმა ადამიანთა ცნობიერებაში ღრმა კვალი დატოვა.
აკაკი ბაქრაძის შესახებ „რადიოკალენდარში“ ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი, პროფესორი ამირან გომართელი საუბრობს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: