67 წელი გავიდა 1956 წლის 9 მარტის მოვლენებიდან. ამ დღეს თბილისში, საბჭოთა არმიისა და კაგებეს სპეცდანიშნულების სამხედროებმა, უდანაშაულო ახალგაზრდები დახვრიტეს. სანაპიროზე მდებარე სტალინის ძეგლთან, 4 მარტიდან პერმანენტული მიტინგები იმართებოდა. შეკრებილები საბჭოთა კავშირის კომპარტის მე-20 ყრილობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
ყრილობამ სტალინის პიროვნების კულტზე იმსჯელა და დადგენილებაც მიიღო. მღელვარება თბილისში ამ ამბავმა გამოიწვია და გამოსვლების სტალინის გარდაცვალების მესამე წლისთავზე დაიწყო.