საქართველოში ზიჩის სახელს მომენტალურად უკავშირებენ „ვეფხისტყაოსანს“.
ცნობილი უნგრელი მხატვარი რუსთველის პოემის პირველი ილუსტრატორი გახლავთ.
მისი ნახატები ერთვის „ვეფხისტყაოსნის“ ქართველიშვილისეულ გამოცემას. მხატვარმა 32 ესკიზი შეასრულა, რომლის ორიგინალები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.
„რადიოკალენდარში“ მიხაი ზიჩის შესახებ ხელნაწერთა ცენტრის ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ქავთარია საუბრობს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: