რადიოკალენდარი - 160 წელი ამბროსი ხელაიას დაბადებიდან
17:34, 09.09.2021
„მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე“ – 1924 წელს ასე პასუხობს დაპატიმრებული კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ეკლესიისა ამბროსი ხელაია სასამართლოზე დასმულ კითხვებს. ვერც დაპატიმრებამ და ვერც ზეწოლამ ვერ გატეხა საქართველოს ეკლესიის მწყემსთავარი, რომელიც 1995 წელს წმინდანად იქნა შერაცხილი, ხოლო 2013 წელს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
წმინდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებელს დაბადებიდან 160 წელი შეუსრულდა. „რადიოკალენდარში“ წმინდა ამბროსი ხელაიაზე ვსაუბრობთ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: