1919 წელს, გალაკტიონის მეორე პოეტური კრებული გამოვიდა, რომელშიც პოეტის 86 ლექსია დაბეჭდილი. წიგნს ფრანგული სახელწოდება ჰქონდა, რომელიც ასე ითარგმნება – „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“. დღეს ეს წიგნი „არტისტული ყვავილების“ სახელითაა ცნობილი და ქართული ლირიკის უმაღლეს მწვერვალად ითვლება. გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე ფილოლოგიის დოქტორს, გალაკტიონოლოგ ნათია სიხარულიძეს ესაუბრება, რომლის წიგნი „200 ამბავი გალაკტიონზე“, გამომცემლობა „არტანუჯმა“ „თან საკითხავის“ სერიით ცოტა ხნის წინ გამოსცა.