ქართველები იაპონიაში
ქართველები იაპონიაში

იაპონელები გამორჩეულად ტრადიციული ერია მთელ მსოფლიოში. საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდნენ ტრადიციებს, რომელთაც დღემდე ერთგულად იცავენ. იაპონური ყოფის ნაწილია ორთაბრძოლა სუმო. წლებია, იაპონიაში ცხოვრობს და ასპარეზობს სამი ქართველი სუმოისტი: ლევან ცაგურია, ლევან გორგაძე და თემურ ჯუღელი, იგივე კოკაი, ტოჩინოშინი და გაგამარუ. იაპონიაში მცხოვრებ ქართველებს შორის არიან ასევე სტუდენტები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ხელოვანები და ბიზნესმენები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იქ მცხოვრები ქართველების მნიშვნელოვან როლს იაპონიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის, საქართველოს ცნობადობის ამაღლების საკითხში. ბოლო პერიოდში, დიდი წარმატება ხვდა წილად ქართულ ღვინოს იაპონიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსებზე. 

 სტუმარი: გიორგი ბაბუაძე – იაპონიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე და დირიჟორი, გიორგი ვეშაპიძე – იაპონიიდან ჩაგვერთება ტოკიოში მოღვაწე ქართველი პროფესორი, გიორგი ნათენაძე – „სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციის“ დამფუძნებელი.