დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერ ასოციაციაში შეიქმნა ქართული დიასპორის ლობისტი საადვოკატო ბიურო.
“მიგვაჩნია, რომ საქართველოში სპეციალიზირებული გაერთიანების არსებობა უცხოეთში მცხოვრებ ყველა თანამემამულეს (მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა) მისცემს შესაძლებლობას დისტანციურად, საქართველოში ჩამოუსვლელად სწრაფად და გამართულად დაამყაროს მისთვის საჭირო კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან”,-ამბობს კომპანიის დამაარსებელი, დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის ხელმძღვანელი ზაალ სარაჯიშვილი…
სტუმრები: ზაალ სარაჯიშვილი, ლევან კოკაია, ინგა მუკბანიანი, ირაკლი ბურჭულაძე, გიორგი გვაჯაია.
გადაცემის ავტორი: ნანა ლომიძე.
გადაცემის წამყვანი: ია მახარაძე.