პიკის საათი - 20.10.2022
პიკის საათი - 20.10.2022

1) „დიონისეს დაბრუნების“ ავტორი ძალისის არქეოლოგიურ კომპლექსში

– ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ საერთაშორისო დირექტორატს მსოფლიო თეატრის ლეგენდა თეოდოროს ტერზოპულოსი შეუერთდა

– „დიონისეს დაბრუნების“ ავტორმა ძალისში დიონისეს მოზაიკა მოინახულა

ავტორი: ეკა ტალახაძე

 

2) Snoop Dogg და ქართველი თაყვანისმცემლები

ცნობილ ამერიკელ რეპერს სნუპ დოგს მსოფლიოს ყველა ქალაქში ჰყავს თაყვანისმცემლები, როგორც აღმოჩნდა, თავად რეპერის ინტერესი გამოიწვია ქართველი ხელოვანების შემოქმედებამ.

თბილისის კლასიკური გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლემ მარიამ მიქაძემ თავის საყვარელ, ამერიკელ რეპერ სნუპ დოგს ნახატი მიუძღვნა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რეპერმა კი არტი საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გააზიარა.

ცნობილი რეპერის ოფიციალურ გვერდზე მოხვდა მაღალმთიან აჭარაში, სოფელ ფურტიორში გადაღებული ცეკვის ვიდეოც, რომელსაც ქართული ცეკვის მემატიანეები, ანსამბლ „ფესვების“ წევრები ასრულებენ. 14 მილიონზე მეტი ნახვა და 40000-ზე მეტი კომენტარი აქვს ვიდეოს, რომელიც ამერიკელი ჰიპ-ჰოპის ლეგენდამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

რესპონდენტები: მარიამ მიქაძე – მხატვარი

ბადრი დარჩიძე – ანსამბლ „ფესვების“ ხელმძღვანელი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) ალტერნატიული ტრანსპორტი თბილისისთვის

საბაგირო, ტრამვაი, მიწისზედა მეტრო, მდინარის ტრანსპორტი, სკუტერები თუ ელექტრო ველოსიპედები – საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატიული სახეები თბილისის რელიეფის მქონე ქალაქისთვის.

რესპონდენტი: გელა კვაშილავა – გაეროს ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

4) საკრედიტო ბარათის გონივრულად გამოყენება

რა სახის ბარათები არსებობს, რა არის საკრედიტო ბარათი და რა უნდა გაითვალისწინოს მისმა მფლობელმა?

რესპონდენტი: ალექსანდრე ძნელაძე – საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი

ავტორი: ელენე ტუშური

 

5) მრავალეროვანი თბილისი

სტუმარი: რიტა ხიდირბეგიშვილი – დედაქალაქის საკრებულოსთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე

 

6) Eastwood Symphonic – კლინტ ისტვუდის კინომუსიკის მსოფლიო პრემიერა

ლიონში ამერიკელი მსახიობისა და რეჟისორის კლინტ ისტვუდის კინომუსიკის მსოფლიო პრემიერა შედგა. საორკესტრო ვერსიაზე ლიონის სიმფონიურმა ორკესტრმა და Kyle Eastwood Quintet-მა წარუდგინეს აუდიტორიას.

სატელეფონო ჩართვა ლიონიდან: ანი ლაღიძე – მუსიკალური პროდიუსერი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: