- ზრდასრულთა განათლების ცენტრი ხარაგაულში
2019 წლის 24 აპრილს, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის ორგანიზებით და დაფინანსებით, იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ახალი ცენტრი იხსნება. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარება-გაძლიერება და პროფესიული კადრების ჩამოყალიბებაა. პროექტის მიზნებსა და შესაძლებლობებზე DVV International-ის საქართველოს ოფისის პროექტების კოორდინატორი დავით ჯიქია ესაუბრა ბარბარე ბენაშვილს.
ყოველ ოთხშაბათს , 07:50-ზე, „პიკის საათი“ წარმოგიდგენთ ჩანაწერების ციკლს, „საქართველოს ციხეები“
ავტორი: ივანე ჯაფარიძე.