პიკის საათი - „წმინდა ანტუანის სასწაული“ თოჯინების თეატრში
პიკის საათი - „წმინდა ანტუანის სასწაული“ თოჯინების თეატრში

„წმინდა ანტუანის სასწაული“ მორის მეტერლინკის პიესაა, რომელიც თოჯინურ სივრცეში პირველად იდგმება საქართველოში. მორის მეტერლინკი ცნობილია, როგორც მისტიკური და ზღაპრული გარემოს შემქმნელი ავტორი. მისი პიესები ირეალური ფორმით რეალურ საფრთხეებსა და პრობლემებზე საუბრობს.

ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა ექსპერიმენტულ სპექტაკლში სწორედ მეტერლინკისთვის მახასიათებელი მისტიკური და ზღაპრული გარემო შექმნა.

წარმოდგენა რეკომენდირებულია 14+ მაყურებლისთვის.

სატელეფონო ჩართვა: დავით თარბა – რეჟისორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: